1. პროექტის სახელწოდება - სერგეი ესენინის ბიოგრაფია
2. პროექტის მთავარი თემა - მოსწავლეები გაეცნობიან ესენინის ბიოგრაფიას: სად
დაიბადა, ვინ იყვნენ მათი მშობლები, როგორი
ბავშვობა ჰქონდა,ჭაბუკობის წლეები, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მას საბჭოურ წყობილებასთან,ესენინის და აისედორა დუნკანის სასიყვარულო ისტორია, მისი
გარდაცვალების ვერსიები. მოსწავლეები გაეცნობიან სერგეი ესენინის შემოქმედებით
მოღვაწეობას, საკუთარი
სურვილისამებრ ამოირჩევენ ესენინის ლექსებს
და დაისწავლიან.
3. პროექტის აქტუალობა - პროექტზე
მუშაობისას მოსწავლეები ეჩვევიან ინტერნეტით ინფორმაციის მოპოვებას, იმდიდრებენ
ლექსიკურ მარაგს
4. პროექტის მიზანი -ინტერნეტით ინფორმაციის მოძიება და
დალაგება, ლექსიკური
მარაგის გამდიდრება
5. მოსწავლეთა ასაკი - 14-15 წელი
6. ვადა-ხანგრძლივობა - 4 დღე
7. მოსალოდნელი შედეგები- მოსწავლეები ინტერნეტში ეძებენ
ინფორმაციას, ესენინის
შესახებ, ეცნობიან
ესენინისდროინდელ ეპოქას, მის შემოქმედებას. ეს
ყველაფერი ეხმარება მათ ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში და უვითარებს
მათ წერისა და კითხვის უნარ- ჩვევებს.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები -კომპიუტერი, ინტერნეტი, ფოტოები
და სხვ.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები
)
აქტივობა 1- ჩვენს მიერ შერჩეულ თემას ვწერ დაფაზე, ვწერ გეგმას. შემდეგ ვყოფ კლასს
ჯგუფებად. ჯგუფი
ირჩევს ლიდერს ,
რომელიც ანაწილებს დავალებებს
ჯგუფის წევრებზე
. ჯგუფებს ეძლევათ დავალება მოიძიონ ინფორმაცია სერგეი ესენინის ბიოგრაფიის, მისი შემოქმედებითი
მოღვაწეობის შესახებ,
ამოკრიბონ ესენინის ლექსები.
აქტივობა 2-მოსწავლეები წარმოადგენენ ინფორმაციას ესენინის ბიოგრაფიაზე, მის
შემოქმედებაზე
აქტივობა 3- მოსწავლეები თავად გამოავლენენ საუკეთესო ნამუშევრებს და აფასებენ ერთმანეთს. გამოავლენენ გამარჯვებულ ჯგუფს. გამარჯვებულად
ჩაითვლება ის ჯგუფი,
რომელსაც ექნება მეტი ინფორმაცია , ბევრი ილუსტრაციები. ჯგუფის
ყველა წევრი იქნება ჩართული მუშაობის პროცესში.
10.საგანთან/საგნობრივ
ჯგუფებთან/ეროვნულ
სასწავლო გეგმასთან კავშირი
ინტეგრირებულია ისტორიასთან, ხელოვნებასთან
მიზანი მიღწეულია ,თუ :
. ჯგუფი მოქმედებს შეთანხმებულად
. ნათლად ჩანს ლიდერის როლი
. აქვთ ამომწურავი პასუხი
. მუშაობაში ჩართულია ყველა ჯგუფის წევრი
11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ნინო გაბეჩავა
12. ხელმძღვანლის
ელ.ფოსტა: gabechavanino@gmail.com
No comments:
Post a Comment